რობენისა და რიბერის მომავალი გარკვეულია » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

რობენისა და რიბერის მომავალი გარკვეულია


რობენისა და რიბერის მომავალი გარკვეულია

"ბაიერნის" აღმასრულებელმა დირექტორმა, კარლ-ჰაინც რუმენიგემ განაცხადა, რომ კლუბი ნახევარმცველებს, არიენ რობენსა და ფრანკ რიბერის კონტრაქტს გაუხანგრძლივებს.

34 წლის ფეხბურთელებს მოქმედი ხელშეკრულებების ვადები 2018 წლის ივნისში ეწურებათ.

"ორივე ფეხბურთელს ვესაუბრეთ და კონტრაქტის თაობაზე აპრილში მოლაპარაკებების გამართვას დავთანხმდით, შემდეგ კი ვნახოთ", - ციტირებს რუმენიგეს სიტყვებს Daily Mail.

მიმდინარე სეზონში რიბერიმ 23 შეხვედრაში ხუთი გოლი გაიტანა, რობენის ანგარიშზე კი მიუნხენელთა რიგებში ჩატარებული 27 მატჩი, გატანილი ექვსი ბურთი და გაკეთებული ექვსი საგოლე პასია.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები