ბარსელონას ხელმძღვანელები ნეიმარის დაბრუნების წინააღმდეგნი არიან » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ბარსელონას ხელმძღვანელები ნეიმარის დაბრუნების წინააღმდეგნი არიან


ბარსელონას ხელმძღვანელები ნეიმარის დაბრუნების წინააღმდეგნი არიან

"ბარსელონას" პრეზიდენტი, ხოსეპ მარია ბართომეუ ნეიმარის დაბრუნების წინააღმდეგია, წერენ ესპანურ პრესაში.

მოგეხსენებათ, 26 წლის თავდამსხმელი გასული წლის ზაფხულში კატალონიური გრანდიდან "პსჟ"-ში 222 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა.

ხელმძღვანელს "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ვიცე-პრეზიდენტი, ჟორდი მესტრეც მხარს უჭერს.

აქამდე არსებული ინფორმაციით, ბრაზილიელი თავდამსხმელი "პსჟ"-ში თამაშით იმედგაცრუებულია, ამიტომაც მამამისს მუშაობის ესპანეთში დაბრუნებაზე დაწყება სთხოვა. "ბარსაში" დაბრუნების გამო, ბრაზილიელი მზადაა ხელფასის შემცირებას დათანხმდეს.

ცნობისთვის, ნეიმარის დაბრუნებას მხარს უჭერენ კატალონიელთა ფეხბურთელები, ლიონელ მესი, ივან რაკიტიჩი და ფილიპე კოუტინიო.

ამ ეტაპზე, ფორვარდი, რომელიც "პსჟ"-სა და "მარსელს" (3:0) შორის გამართულ მატჩში დაშავდა, აღდგენით პროცესებს გადის. მისი დაბრუნება მაისის თვეში იგეგმება.

ამ სეზონში ნეიმარმა პარიზელთა მაისურით ყველა საკლუბო ტურნირზე ერთად 30 მატჩი ჩაატარა, 29 გოლი შეაგდო და 3 საგოლე პასი გააკეთა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები