კეიტას შემდეგ, ლივერპულს ლაიფციგიდან შეიძლება ვერნერიც შეუერთდეს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

კეიტას შემდეგ, ლივერპულს ლაიფციგიდან შეიძლება ვერნერიც შეუერთდეს


კეიტას შემდეგ, ლივერპულს ლაიფციგიდან შეიძლება ვერნერიც შეუერთდეს

"ლივერპულის" ხელმძღვანელობა "ლაიფციგის" თავდამსხმელის, ტიმო ვერნერის შეძენის შესაძლებლობას განიხილავს, იტყობინება Independent.

ზემოთაღნიშნული გამოცემის თანახმად, 22 წლის ფორვარდით მერსისაიდელთა მთავარი მწვრთნელი, იურგენ კლოპია დაინტერესებული.

ცნობისთვის, ვერნერის თანაგუნდელი, ნაბი კეიტა "წითლებს" ტრანსფერზე უკვე შეუთანხმდა - მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, იგი პრემიერ ლიგის ბინადარ კლუბს შეუერთდება.

ამ სეზონში ვერნერმა ბუნდესლიგაში 35 მატჩი ჩაატარა, 17 გოლი შეაგდო და 4 საგოლე პასი გააკეთა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები