სიგურდსონი 6-8 კვირას იუქმებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

სიგურდსონი 6-8 კვირას იუქმებს


სიგურდსონი 6-8 კვირას იუქმებს

"ევერტონის" ნახევარმცველი, გილფი სიგურდსონი ტრავმის გამო 6-დან 8 კვირამდე იუქმებს, იტყობინება კლუბის ოფიციალური საიტი.

"კანფეტების" ისლანდიელი შუახაზელი ინგლისის პრემიერ ლიგის 30-ე ტურში "ბრაიტონთან" გამართულ შეხვედრაში დაშავდა.

აქამდე, ექიმები შიშობდნენ, რომ ფეხბურთელს მყესები ჰქონდა გაწყვეტილი, რის გამოც 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გამოტოვება მოუწევდა.

ახლა კი, კლუბში იმედოვნებენ, რომ სიგურდსონი დაბრუნებას ქვეყნის ჩემპიონატის დასრულებამდე შეძლებს დაბრუნებას.

მიმდინარე სეზონში სიგურდსონმა "ევერტონის" მაისურით 33 მატჩი ჩაატარა, ექვსი გოლი გაიტანა და ხუთი საგოლე პასი გააკეთა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები