მილანმა და პსჟ-მ შეიძლება ფეხბურთელები გაცვალონ » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

მილანმა და პსჟ-მ შეიძლება ფეხბურთელები გაცვალონ


მილანმა და პსჟ-მ შეიძლება ფეხბურთელები გაცვალონ

Premium Sport-ის ინფორმაციით, "მილანი" "პსჟ"-ს თავდამსხმელის, ედინსონ კავანის შეძენითაა დაინტერესებული.

ამავდროულად, ფრანგულ კლუბს მილანური გუნდის გოლკიპერის, ჯანლუიჯი დონარუმას დამატების იმედი აქვს.

სავარაუდოდ, კლუბებმა შეიძლება ამ ზაფხულსვე მოახდინონ ბარტერი, რათა სასურველი ფეხბურთელები ჩაიგდონ ხელში.

შეგახსენებთ, 19 წლის დონარუმა "მილანიდან" წასვლასთან გასულ ზაფხულსაც ახლოს იყო, თუმცა, საბოლოო ჯამში, კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა.

ამ სეზონში ჯიჯიმ სერია ა-ში 27 მატჩი ჩაატარა და 30 გოლი გაუშვა. კავანის ანგარიშზე ლიგა 1-ში გამართული 25 შეხვედრა და გატანილი 24 ბურთია.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები