მილანი დეპაის ტრანსფერს ამზადებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

მილანი დეპაის ტრანსფერს ამზადებს


მილანი დეპაის ტრანსფერს ამზადებს

ჰოლანდიელი თავდამსხმელი, მემფის დეპაი საფრანგეთის ჩემპიონატში მშვენივრად ათამაშდა.

"მანჩესტერ იუნაიტედში" წარუმატებელი თამაშის შემდეგ, მემფისმა, როგორც იქნა, "ლიონში" საკუთარი თავი იპოვნა, 59 ჩატარებულ შეხვედრაში თავი 17 გოლითა და 18 საგოლე პასით გამოიჩინა.

როგორც Tuttosport იტყობინება, დეპაის ყიდვას "მილანი" გეგმავს, რომელსაც სწრაფი ფეხბურთელი სჭირდება.

გამოცემა პოტენციურ ტრანსფერს 30 მილიონ ევროდ აფასებს.

თავის მხრივ, თავდამსხმელი, ნიკოლა კალინიჩი, დიდი ალბათობითა, "მილანს" დატოვებს და ჩინეთში გადავა, სადაც მისით "გუანჩჯოუ ევერგრანდი" ინტერესდება.

აქამდე არსებული ინფორმაციით, "როსონერი" ზაფხულში "სუონსის" ჰავბეკ კი სონ ენის დამატებასაც გეგმავს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები