მანჩესტერ სიტი ფრედიდან ვაიგლზე გადაერთო » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

მანჩესტერ სიტი ფრედიდან ვაიგლზე გადაერთო


მანჩესტერ სიტი ფრედიდან ვაიგლზე გადაერთო

ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ "შახტარის" ნახევარმცველ ფრედით "მანჩესტერ სიტი" აღარ ინტერესდება.

როგორც The Times იტყობინება, ბრაზილიელის ნაცვლად "ქალაქელები" დორტმუნდის "ბორუსიას" ნახევარმცველის, იულიან ვაიგლის ყიდვას გეგმავს.

22 წლის ჰავბეკმა ბუნდესლიგაში მიმდინარე სეზონში 19 შეხვედრა ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.

თავის მხრივ, იწერება, რომ ფრედისთვის ბრძოლაში მთავარი ფავორიტი "მანჩესტერ იუნაიტედია".

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები