ჯერარდი მანჩესტერ იუნაიტედის ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნას გამოეხმაურა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ჯერარდი მანჩესტერ იუნაიტედის ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნას გამოეხმაურა


ჯერარდი მანჩესტერ იუნაიტედის ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნას გამოეხმაურა

"ლივერპულის" ექს-ფეხბურთელმა, სტივენ ჯერარდმა "სევილიასთან" (1:2) ჩემპიონთა ლიგის მეორე 1/8 ფინალურ მატჩში "მანჩესტერ იუნაიტედის" მარცხზე კომენტარი გააკეთა.

"მანჩესტერ იუნაიტედის" თამაშის ხილვა ძალიან უჩვეულო იყო. ვფიქრობ, "სევილიას" დამარცხება შეეძლოთ. ესპანური გუნდი საუკეთესო ფორმაში არ არის, ამავდროულად ბენ იედერის გამოსვლამდე მათ ნათელი მომენტი არ ჰქონიათ".

"ანდალუსიელებმა ბოლო წლების მანძილზე ბევრი ძლიერი ფეხბურთელი დაკარგეს და ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში ყველაზე სასურველი მეტოქეები იქნებიან".

"მანჩესტერ იუნაიტედს" სამი-ოთხი ტოპ-დონის ფეხბურთელი სჭირდება, თუ კლუბს ჩემპიონთა ლიგის ფლეი ოფის გვიანდელ ეტაპებზე თამაში უნდა. ბევრი ფული უნდა დახარჯონ".

"გუნდმა მეტოქე არ დააფასა? როცა კენჭისყრამ მათ "სევილია" შეახვედრა, ფეხბურთელები და მოურინიო კმაყოფილნი იყვნენ, მაგრამ არცერთ მატჩში არ უჩვენებიათ თავიანთი საუკეთესო თამაში, ამიტომაც მათი მარცხი სრულიად დამსახურებულია", - ციტირებს ჯერარდის სიტყვებს BT Sports.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები