Goal.Ge

წალკაში გატარებული ბავშვობა, პუტინი და 600 მილიონიანი ქონება - პაოკის ქართველ-ბერძენი პრეზიდენტის ისტორია


წალკაში გატარებული ბავშვობა, პუტინი და 600 მილიონიანი ქონება - პაოკის ქართველ-ბერძენი პრეზიდენტის ისტორია

როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ, საბერძნეთის ჩემპიონატში სკანდალური ინციდენტი მოხდა, რომელმაც მთელი საფეხბურთო ევროპა შეძრა. მიმდინარეობდა "პაოკი"-"აეკის" შეხვედრა, სადაც დაძაბულობა მოედნის ყოველ მონაკვეთში სუფევდა.

გამარჯვების შემთხვევაში, "არწივები" პირველ ადგილზე გადადიოდნენ და უნდა ითქვას, რომ "პაოკი" მიზანთან ძალიან ახლოს იყო. მატჩის ბოლო წუთებზე სალონიკელებმა მოახერხეს ბურთის გატანა, მაგრამ მსაჯმა თამაშგარე დააფიქსირა, რის გამოც გოლი გაუქმდა.

წალკაში გატარებული ბავშვობა, პუტინი და 600 მილიონიანი ქონება - პაოკის ქართველ-ბერძენი პრეზიდენტის ისტორია

"პაოკის" გულშემატკივართა აღშფოთებას საზღვარი არ ჰქონდა, თუმცა ყველაზე ემოციურად არბიტრის გადაწყვეტილება კლუბის პრეზიდენტმა გააპროტესტა. "არწივების" მფლობელი განრისხებული შემოვარდა მოედანზე და მსაჯისკენ გაიწია. კამერებმა დააფიქსირეს, რომ "პაოკის" პრეზიდენტს იარაღიც თან ჰქონდა.

საბიედნიეროდ ინციდენტს მსხვერპლი არ მოჰყოლია, მაგრამ რომ არა გამშველებლები, სტადიონ "ტუმბას" მინდორი წითელ ფერში შეიღებებოდა. მოედანზე შეჭრილი შეიარაღებული ბიზნესმენის ფოტოები უმალვე მოედო მთელ მსოფლიოს.

წალკაში გატარებული ბავშვობა, პუტინი და 600 მილიონიანი ქონება - პაოკის ქართველ-ბერძენი პრეზიდენტის ისტორია

მატჩის დასრულება ვერ მოხერხდა, დროებით თვითონ ჩემპიონატიც კი შეწყდა. "პაოკის" პრეზიდენტი იმ თამაშის შემდეგ, ხალხში აღარ გამოჩენილა. ქალაქ სალონიკის პროკურატურას უკვე გააჩნია მისი დაპატიმრების ორდერი, მაგრამ არის ერთი პრობლემა - სკანდალური პიროვნება გაუჩინარდა და ახლა ის ძებნაშია.

ბერძნული კლუბის პრეზიდენტის შესახებ მთელი საფეხბურთო სამყარო საუბრობს, მაგრამ უმეტესობამ საერთოდ არ იცის, ვინ არის ის და რას წარმოადგენს. არადა ბატონ ივან სავიდის ბიოაგრაფია სავსეა საინტერესო ფაქტებით. სკანდალური ბიზნესმენის ცხოვრების დეტალები ქართველ მკითხველსაც დააინტერესებს, ამას თავის მიზეზიც აქვს.

წალკაში გატარებული ბავშვობა, პუტინი და 600 მილიონიანი ქონება - პაოკის ქართველ-ბერძენი პრეზიდენტის ისტორია

წალკაში გატარებული ბავშვობა

ივან სავიდი დაიბადა 1959 წლის 27 მარტს, წალკის რაიონ სოფელ სანთაში. თვითონ დასახლება პონტოელი ბერძნების მიერ არის დაარსებული, რომლებიც 1853 წელს შესახლდნენ ქვემო ქართლის მიწაზე.

წალკაში გატარებული ბავშვობა, პუტინი და 600 მილიონიანი ქონება - პაოკის ქართველ-ბერძენი პრეზიდენტის ისტორია

გასული საუკუნის 90-იან წლებამდე, სანთის მოსახლოების უმრავლესობას სწორედ ბერძნები წარმოადგენდნენ, თუმცა 2014-წლის მონაცემების თანახმად, სოფელში უკვე ქართველები ჭარბობენ (დაახლოებით 83%).

სავიდიმ მთელი ბავშვობა სანთის ტბაზე გაატარა, ისტორიული თანამემამულეების გვერდით. ივანი თავს პონტოელ ბერძენად მიიჩნევს და ძალიან ამაყობს კიდეც თავისი წარმომავლობით. ამის გარდა, ის საკმაოდ თბილად და დადებითად იხსენებს საქართველოში გატარებულ პერიოდს.

წალკაში გატარებული ბავშვობა, პუტინი და 600 მილიონიანი ქონება - პაოკის ქართველ-ბერძენი პრეზიდენტის ისტორია

თამბაქოს მაგნატი

სკოლის დამთავრების შემდეგ, სავიდი სამხედრო ვალდებულების მოსახდელად გაიწვიეს სსრკ-ს არმიაში, რის მერეც, ივანი გადაბარგდა ქალაქ როსტოვში, სადაც ადგილობრივ სახალხო-სამეურნეო ინსიტუტში ჩაირიცხა.

1980 წელს, სავიდიმ მუშაობა დაიწყო როსტოვის თამბაქოს ქარხანაში. ქართველი-ბერძენი საოცრად მონდომებული ახალგაზრდა იყო, მან უმოკლეს დროში გაიარა გზა უბრალო მტვირთავიდან-ქარხნის დირექტორამდე. 1993 წელს კი სავიდიმ უკვე საკუთარი თამბაქოს კომპანია დაარსა, რომელსაც უკავშირდება ბიზნესმენის პირველი ხმაურიანი სკანდალი.

წალკაში გატარებული ბავშვობა, პუტინი და 600 მილიონიანი ქონება - პაოკის ქართველ-ბერძენი პრეზიდენტის ისტორია

სავიდიმ დიდი როლი ითამაშა თამბაქოს პოპულარიზაციაში მოზარდებს შორის. მისი ბრენდი უშვებდა ე.წ. "თინეიჯერულ" სიგარეტს, კომპანიის რეკლამებში კი მონაწილეობას იღებდნენ არასრულწოვნები. ამის გამო ივანს მსხვილი ჯარიმაც დააკისრეს, თუმცა სანქციებმა არ შეუშალა ხელი ბერძენს გამხდარიყო "თამბაქოს მაგნატი" რუსეთში.

2003 წელს, ივანმა დაარსა ჰოლდინგი სახელწოდებით "აგროკომი", რომლის საშუალებითაც ის დღემდე მართავს თავის აქტივებს. სავიდის ბიზნესი უკვე დიდი ხანია, რაც ვრცელდება არა მხოლოდ სიგარეტზე, არამედ საკვებ პროდუქციაზე, სოფლის მეურნეობაზე და სასტუმროს ქსელზეც. ამის გარდა, ივანის მფლობელობაშია ერთ-ერთ ბერძნული ტელე-კომპანია და რამდენიმე გაზეთი.

წალკაში გატარებული ბავშვობა, პუტინი და 600 მილიონიანი ქონება - პაოკის ქართველ-ბერძენი პრეზიდენტის ისტორია

სავიდის ჯერ მხოლოდ თავისი თამბაქოს ბრენდისგან აქვს ყოველწლიური შემოსავალი 25 მილიარდი რუბლის სახით, "Forbes"-ი კი ქართველ-ბერძენის ქონებას 600-მილიონ დოლარად აფასებს.

სავიდი და ფეხბურთი

2002 წელს ივანმა შეიძინა კლუბი "როსტსელმაში" (ამჟამინდელი "როსტოვი") და გულშემატკივრებს ტიტულებს შეჰპირდა. სავიდიმ ვერ მოახერხა როსტოვული გუნდის აღორძინება, ერთადერთი მიღწევა, რითაც მან დაიკვეხნა არის რუსეთის თასის ფინალში გასვლა.

"როსტსელმაშის" გარდა, ქალაქში არსებობდა კიდევ ერთი კლუბი სახელად "სკა". ბერძენს ჰქონდა ორი გუნდის გაერთიანების მცდელობა, რომელიც აგრეთვე წარუმატებლად დასრულდა.

წალკაში გატარებული ბავშვობა, პუტინი და 600 მილიონიანი ქონება - პაოკის ქართველ-ბერძენი პრეზიდენტის ისტორია

ადგილობრივი გულშემატკივრები სავიდის "როსტოვული ფეხბურთის მკვლელს" ეძახიან, რადგან მისმა ფინანსურმა შესაძლებლობებმა კარგი არაფერი შესძინა კლუბს, პირიქით, ივანს მალევე მობეზრდა "როსტსელმაში", რის შედეგად მან მიაგდო ეს გუნდი და ახალი ბიზნეს-პროექტების საძიებლად გაეშურა.

კლუბი გაკოტრდა, თუმცა მოგვიანებით აღზევება მაინც მოახერხა, ამჯერად "როსტოვის" სახელით. დიახ, ეს ის გუნდია, რომელმაც შარშან მიუნხენის "ბაიერნი" დაამარცხა ჩემპიონთა ლიგაზე.

წალკაში გატარებული ბავშვობა, პუტინი და 600 მილიონიანი ქონება - პაოკის ქართველ-ბერძენი პრეზიდენტის ისტორია

მოგვიანებით, სავიდიმ განაცხადა, რომ "როსტსელმაშის" პრეზიდენტობა მისი ნებით არ მომხდარა, თუმცა მან არ დააკონკრეტა გარემოება ან პიროვნება, თუ რის ან ვის გამო მოუწია მას აღნიშნულ კლუბში ინვესტირება. ამის გარდა, პერიოდულად ჩნდებოდა ინფორმაცია ჩაწყობილი თამაშების შესახებ.

2012 წელს, ივანმა 10 მილიონ ევროდ შეიძინა ბერძნული "პაოკი", რის შემდეგაც მან დაფარა კლუბის ვალები და აქტიურად ჩაება მის განვითარების პროცესში. ბევრს მიაჩნია, რომ "პაოკის" ყიდვა ფულის გათეთრების მიზნით იყო განხორციელებული, რადგან სავიდის სალონიკში სულ სხვა ინტერესები ჰქონდა. მაგალითად, საბერძნეთში გადაბარგების შემდეგ, ივანი მალევე დაუფლა ქალაქის უმსხვილეს საპორტო კომპანიას.

წალკაში გატარებული ბავშვობა, პუტინი და 600 მილიონიანი ქონება - პაოკის ქართველ-ბერძენი პრეზიდენტის ისტორია

სავიდი და პუტინი

2003 წელს, ქართველმა-ბერძენმა ყველაფერი თავისი მეუღლის სახელზე გადააფორმა და პოლიტიკისკენ აიღო გეზი. ის სახელმწიფო დუმის დეპუტატად აირჩიეს, რომლის წევრიც ის 7 წლის მანძილზე იყო. 2012 წელს კი ივანი აღარ ითვლებოდა სასურველ კანდიდატად, რის შედეგადაც მისი პოლიტიკური კარიერა რუსეთში დასრულდა.

წალკაში გატარებული ბავშვობა, პუტინი და 600 მილიონიანი ქონება - პაოკის ქართველ-ბერძენი პრეზიდენტის ისტორია

სწორედ ამ პერიოდში მოხდა განხეთქილება პუტინსა და სავიდის შორის. დეპუტატობის შემდეგ, ივანი საბერძნეთის ეკონომიკაში შეიჭრა და დიდძალი ინვესტიციებიც განახორციელა. აღნიშნული ქმედება არ მოეწონა რუსეთის პრეზიდენტს, რის გამოც ივანი კრიტიკის ქარ-ცეცხლში მოექცა.

"თანამემამულე ბიზნესმენები ვალდებულნი არიან ხელი შეუწყონ პირველ რიგში რუსეთის ეკონომიკის განვითარებას. ძალიან გამიკვირდა, როდესაც ვნახე, თუ რამხელა ინვესტიციები არის განხორციელებული საბერძნეთში," - პუტინი.

სავიდიმ კი უპასუხა: "საბერძნეთი ჩემი ყველაფერია, რადგან სუფთა სისხლის პონტოელი ვარ. ამ ქვეყნის ეკონომიკაში უკვე 300-მილიონიანი ინვესტირება ჩავდე და ამით არ შემოვიფარგლები, რადგან საბერძნეთი ჩემი სამშობლოა,"

წალკაში გატარებული ბავშვობა, პუტინი და 600 მილიონიანი ქონება - პაოკის ქართველ-ბერძენი პრეზიდენტის ისტორია

კრიმინალურ სამყაროსთან კავშირი

ქართველ-ბერძენს ყოველთვის ადანაშაულებდნენ კანონიერ ქურდებთან მეგობრობაში და უნდა ითქვას, რომ სავიდი არ ადასტურებდა, თუმცა არც უარყოფდა ამ ცნობას. მტკიცებულებები არ არსებობს, ივანი ოფიციალურად სუფთაა, მაგრამ ამას ვერ ვიტყვით მის ოჯახის წევრებზე.

წალკაში გატარებული ბავშვობა, პუტინი და 600 მილიონიანი ქონება - პაოკის ქართველ-ბერძენი პრეზიდენტის ისტორია

2012 წელს, ბერძნულმა სამართალდამცავ ორგანოებმა დააკავეს ბიზნესმენის ძმა, ირაკლი, რომელიც ისევ და ისევ კრიმინალურ სამყაროსთან კავშირში იყო ეჭვმიტანილი.

2016 წელს კი როსტოვში, მრავალრიცხოვანი თაღლითობების ბრალდებით, დაკავებული იქნა სავიდის ძმისშვილი, მიკისი, რომელსაც მიესაჯა 7-წლით თავისუფლების აღკვეთა. როდის შეურთდება ოჯახის წევრებს ივანი, ამას დრო გვიჩვენებს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ნეიმარის გოლით ბრაზილიამ ურუგვაი დაამარცხა [VIDEO]

ამხანაგურ მატჩში ურუგვაის ნაკრებმა ბრაზილიის ნაკრები მიიღო და 0:1 დამარცხდა.

დღეს, 02:04

ვისთან ერთად ირიცხებოდა ქართველი ფეხბურთელი ბარსელონას აკადემიაში?

გიორგი ჩაკვეტაძის "ბარსელონაში" შესაძლო ტრანსფერის ფონზე, კარგი იქნებოდა კიდევ ერთი ქართველის გახსენება,

დღეს, 01:52

სომხეთმა გიბრალტარი მიწასთან გაასწორა, მოვსოსიანის პოკერი

უეფას ერთა ლიგის მატჩში, სომხეთის ნაკრები გიბრალტარის ნაკრებს ესტუმრა და მეტოქე 6:2 გაანადგურა.

დღეს, 01:48

დეპაის და ვაინალდუმის გოლები, ჰოლანდიამ მსოფლიო ჩემპიონი დაამარცხა [VIDEO]

უეფას ერთა ლიგის მატჩში, ჰოლანდიის ნაკრებმა საფრანგეთის ნაკრები მიიღო და მეტოქე 2:0 დაამარცხა.

დღეს, 01:42

სალაჰმა ულამაზესი გოლით ეგვიპტეს 90-ე წუთზე მოაგებინა [VIDEO]

აფრიკის თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე, ეგვიპტის ნაკრებმა ტუნისის ნაკრები მიიღო და მეტოქე 3:2 დაამარცხა.

დღეს, 01:18

პოჩეტინო სოლარიზე: "რეალს სადარდებელი არ აქვს"

მაურისიო პოჩეტინომ მადრიდის "რეალის" ახალ მწვრთნელზე, სანტიაგო სოლარიზე ისაუბრა.

დღეს, 01:12

პოლიციამ ბრაზილიელი ფეხბურთელის მკვლელობაში ბრალდებული მე-9 პირი დააკავა

გასულ თვეს, ბრაზილიაში "სან პაოლოს" 24 წლის ფეხბურთელი ანხელ კორეა მოკლეს.

დღეს, 01:10

ბენიტესი: "თუ რეალი ტიტულებს არ იგებს, ესეიგი რაღაც ხდება"

ესპანელმა სპეციალისტმა, რაფაელ ბენიტესმა ყოფილ გუნდზე, მადრიდის "რეალზე" ისაუბრა.

დღეს, 01:05

რეალმა ვინიციუსი ბრაზილიის ნაკრებიდან მოკვეთა

"რეალმა" ამ წესით ისარგებლა და ვინიციუსი მადრიდში დატოვა.

დღეს, 00:58

კასილასი: "დავბრუნდები თუ არა რეალში?"

"პორტოს" კიპერი, იკერ კასილასი გადაცემა Universo Valdano-ში იყო მიწვეული, სადაც ყოფილ გუნდსა და ნაკრებზეც ისაუბრა.

დღეს, 00:49

ობლაკი: "ბარსელონასთან თამაში იოლი არასდროს არის"

ლა ლიგის მომდევნო ტურში, "ბარსელონა" "ატლეტიკოს" ესტუმრება.

დღეს, 00:46

დალიჩი: "რაკიტიჩის ინგლისთან გამოყვანას ვერ გავრისკავდი"

უეფას ერთა ლიგაზე, ხორვატიის ნაკრები ინგლისის ნაკრებთან შესახვედრად ემზადება, სადაც გუნდს ივან რაკიტიჩი არ ეყოლება.

დღეს, 00:43

ჩელსის ჰასაი სურს - აგენტმა დაადასტურა: "60 მილიონიც ღირს"

ელსეიდ ჰასაის აგენტმა, მარიო გიუფრედიმ დაადასტურა, რომ ლონდონის "ჩელსის" მისი კლიენტის დამატება სურს.

დღეს, 00:40

იგუაინის ძმა: "გონსალოზე ტყუილებს ნუ წერთ"

გონსალო იგუაინის ძმამ და ამავდროულად აგენტმა, ნიკოლას იგუაინმა იტალიური პრესა სიცრუის ტირაჟირებაში დაადანაშაულა.

დღეს, 00:36

ვენგერი: "იმედგაცრუებული ვარ"

ფრანგი სპეციალისტი, გუნდმა სეზონის ბოლოს დაითხოვა და უკვე 6 თვეა ის უმუშევარია.

დღეს, 00:32

მანჩესტერი გოდინს მიუბრუნდა - Daily Star

ბრიტანული გამოცემა Daily Star წერს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" დიეგო გოდინს მიუბრუნდა.

დღეს, 00:29

რატომ დაესწრო მოურინიო ბელგიის ნაკრების მატჩს?

ერთა ლიგაზე, ბელგიის ნაკრები ისლანდიის ნაკრებს დაუპირისპირდა და მეტოქე 2:0 დაამარცხა.

დღეს, 00:27

მანჩესტერს ევერტონ სოარესის დამატება სურს - ESPN

ცნობილი ამერიკული გამოცემა ESPN წერს, რომ "მანჩესტერს" ევერტონ სოარესის დამატება სურს.

დღეს, 00:24

მილანმა რეალს სუსოზე პასუხი გასცა - Calcio Mercato

იტალიური გამოცემა Calcio Mercato წერს, რომ "მილანი" სუსოს გაყიდვის გეგმას არ განიხილავს.

დღეს, 00:21

ლივერპულისგან შეთავაზება არ არის, თუმცა ბარსელონა ვარიანტებს ელოდება - მენეჯერის კომენტარი

ბრიტანული გამოცემა GOAL.COM წერს, რომ ამ ეტაპზე "ლივერპულს" უსმან დემბელესთვის შეთავაზება არ გაუკეთებია.

დღეს, 00:18

ჩელსი 70 მილიონ ფუნტს ამზადებს - Daily Mail

ცნობილი ბრიტანული გამოცემა Daily Mail წერს, რომ ლონდონის "ჩელსი" კრისტიან პულიშიჩის შესაძენად 70 მილიონ ფუნტს ამზადებს.

დღეს, 00:14

საქართველო - სამოა: ყველაფერი, რაც შეხვედრაზე უნდა ვიცოდეთ

საქართველო და სამოა ერთმანეთს მეხუთედ შეერკინებიან

დღეს, 00:12

ხორვატიის ნაკრებს გადამწყვეტი მატჩის წინ ლიდერი გამოაკლდა

ხორვატიის ეროვნულმა ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის ბოლო ტურის თამაშის წინ ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა დაკარგა.

გუშინ, 21:47

ATP ლონდონი: 1/2 ფინალური წყვილი ცნობილია

დღეს ლონდონის შემაჯამებელ ტურნირზე ჯგუფური ეტაპი სრულდება და მიუხედავად იმისა, რომ 1 მატჩი ჯერ კიდევ ჩასატარებელია, ნახევარფინალური წყვილები უკვე გამოვლენილია.

გუშინ, 21:35

"ეს დამცირება იყო" - რატომ დატოვა რუნიმ მანჩესტერი?

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა კაპიტანმა, ლეგენდარულმა უეინ რუნიმ, ინგლისური გრანდიდან წასვლის მიზეზი დაასახელა.

გუშინ, 21:19

"შენ ნამდვილი მამაცი გული ხარ" - კლოპმა თავის მოთამაშეს კაპიტნობა მიულოცა

"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, თავის მოთამაშეს ეროვნულ ნაკრებში კაპიტნობა ორიგინალურად მიულოცა.

გუშინ, 21:11

ბუნდესლიგაში თვის საუკეთესო მოთამაშე გამოავლინეს

გერმანიის ბუნდესლიგის ქომაგებმა ოქტომბრის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელეს.

გუშინ, 21:02

ყველაფერი ნათელია - ბარსელონამ დემბელეს თაობაზე ოფიციალური განცხადება გააკეთა

კატალონიის "ბარსელონას" ახალგაზრდა თავდამსხმელი, უსმან დემბელე, ბოლო დღეებში საფეხბურთო პრესაში ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი პერსონა იყო.

გუშინ, 20:58

მილანის პრეზიდენტი: "იბრაჰიმოვიჩი? ჩემი საყვარელი ფეხბურთელი ისედაც ამ გუნდში თამაშობს"

"მილანის" პრეზიდენტმა, პაოლო სკარონიმ, გუნდში ზლატან იბრაჰიმოვიჩის შესაძლო დაბრუნებაზე ისაუბრა, რომელიც ამჟამად "ლოს ანჯელეს გალაქსის" რიგებს იცავს.

გუშინ, 19:49

ჟირუ: "როდესაც აზარი პირველ ვარჯიშზე ვიხილე, ვიფიქრე: ჯანდაბა!"

ლონდონის "ჩელსის" თავდამსხმელმა, ოლივიე ჟირუმ, ედენ აზარზე ისაუბრა.

გუშინ, 19:01

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები