საინტერესო ფაქტი - ჩლ-ის ფლეი ოფში რეალს იუვენტუსთან საშინელი შედეგი აქვს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

საინტერესო ფაქტი - ჩლ-ის ფლეი ოფში რეალს იუვენტუსთან საშინელი შედეგი აქვს


საინტერესო ფაქტი - ჩლ-ის ფლეი ოფში რეალს იუვენტუსთან საშინელი შედეგი აქვს

მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის ეგიდით, "რეალი" "იუვენტუსს" დაუპირისპირდება.

აღსანიშნავია, რომ მადრიდელებს "ბებერი ქალბატონის" წინააღმდეგ ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის საფლეიოფო რაუნდში უარყოფითი სტატისტიკა აქვთ.

"რეალი" და "იუვენტუსი" ჩემპიონთა ლიგის ფლეი ოფში ერთმანეთს ოთხჯერ შეხვედრილან (ფინალი არ ითვლება).

ოთხივეჯერ შემდგომ ეტაპზე "ბიანკონერი" გავიდა - 1996 წელს (1/4 ფინალი), 2003 წელს (1/2 ფინალი), 2005 წელს (1/8 ფინალი) და 2015 წელს (1/2 ფინალი).

თუმცა, ჩემპიონთა ლიგის ფინალებში ძლიერი სწორედ "რეალი" აღმოჩნდა - 1997/98 წლების სეზონში 1:0, 2016/17 წლების სეზონში კი - 4:1.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები