მორატა ნაკრებს მიღმა დარჩა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

მორატა ნაკრებს მიღმა დარჩა


მორატა ნაკრებს მიღმა დარჩა

ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ხულენ ლოპეტეგიმ, მოახლოვებული ამხანაგური მატჩებისთვის განაცხადი წარადგინა.

"ფურია როხას" შემადგენლობაში ადგილი ვერ მოიპოვა ალვარო მორატამ, რომელიც ბოლო პერიოდში ტრავმირებული იყო და სათამაშო ფორმა დაკარგა.

ესპანეთის ნაკრები 23 მარტს სტუმრად გერმანიას შეხვდება, 27 მარტს კი მადრიდში არგენტინას უმასპინძლებს.

მეკარეები: კეპა არისაბალაგა ("ატლეტიკი"), დავიდ დე ხეა ("მანჩესტერ იუნაიტედი"), პეპე რეინა ("ნაპოლი").

მცველები: სესარ ასპილიკუეტა ("ჩელსი"), დანი კარვახალი, სერხიო რამოსი (ორივე "რეალი"), ხერარდ პიკე ("ბარსელონა"), ალვარო ოდრიოცოლა ("რეალ სოსიედადი"), ნაჩო ფერნანდესი ("რეალი"), ხორდი ალბა ("ბარსელონა"), მარკოს ალონსო ("ჩელსი").

ნახევარმცველები: ტიაგო ალკანტარა ("ბაიერნი"), ანდრეს ინიესტა ("ბარსელონა"), საულ ნიგესი, კოკე (ორივე "ატლეტიკო"), დანი პარეხო ("ვალენსია"), ისკო, ლუკას ვასკესი, მარკო ასენსიო (სამივე "რეალი"), როდრი ("ვილიარეალი"), დავიდ სილვა ("მანჩესტერ სიტი").

თავდამსხმელები: იაგო ასპასი ("სელტა"), როდრიგო ("ვალენსია"), დიეგო კოშტა ("ატლეტიკო").

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები