კაზემირომ ფლორენტინო პერესს ფეხბურთელი ურჩია » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

კაზემირომ ფლორენტინო პერესს ფეხბურთელი ურჩია


კაზემირომ ფლორენტინო პერესს ფეხბურთელი ურჩია

"რეალის" ნახევარმცველმა, კაზემირომ განაცხადა, რომ გუნდში "პსჟ"-ს ფორვარდის, ნეიმარის ხილვა გაუხარდება.

მოგეხსენებათ, 26 წლის თავდამსხმელი კოჭზე გაკეთებული ოპერაციის შემდეგ ბრაზილიაში აგრძელებს აღდგენით პროცესებს და ჭორების თანახმად, მადრიდში გადასვლა უნდა.

"ნეიმარს 11 წლიდან ვიცნობ, როცა ჯერ კიდევ "სანტოსში" ასპარეზობდა", - ციტირებს კაზემიროს სიტყვებს A Bola.

"ყოველთვის ბრწყინავდა და ყველა დანარჩენისგან გამოირჩეოდა. კოუტინიოს მსგავსად. ყოველთვის ვსაუბრობ მასთან".

"თუ "რეალზე" მკითხავს, ვეტყვი, რომ მსოფლიოში საუკეთესო კლუბია. კარი ღიაა. პერესის ადგილას ნეიმარს ვიყიდდი", - დასძინა "სამეფო კლუბის" ერთ-ერთმა ლიდერმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები