მილანის დირექტორი: "გატუზო გუნდში დიდი ხნით დარჩება" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

მილანის დირექტორი: "გატუზო გუნდში დიდი ხნით დარჩება"


მილანის დირექტორი:

"მილანის" დირექტორმა, მასიმილიანო მირაბელიმ, გუნდის მთავარი მწვრთნელის, ჯენარო გატუზოს, მომავალი საიმედოდ შეაფასა.

"ასეთი მარცხის შემდეგაც კი გუნდი უფრო ძლიერი ხდება. შედეგს რომ თავი დავანებოთ, ჩვენ დავამტკიცეთ, რომ დიდ გუნდებთან სერიოზულად ბრძოლა შეგვიძლია.

რაც შეეხება გატუზოს, ორი აზრი არ არსებობს, რომ ის თავის პოსტს დიდი ხნის განმავლობაში შეინარჩუნებს. ჩვენ ერთმანეთს უკვე უახლოეს დღეებში შევხვდებით და კონტრაქტის პირობებზე ვისაუბრებთ", - განაცხადა მირაბელიმ.

40 წლის იტალიელმა სპეციალისტმა "როსონერი" გასული წლის ნოემბერში ჩაიბარა და გუნდი საგრძნობლად განავითარა.

იტალიის ეროვნულ ჩემპიონატში მილანური გრანდის მდგომარეობა გაუმჯობესდა და "როსონერი" ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლაში დაბრუნდა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები