უსმან დემბელემ თავისი მთავარი პრობლემა დაასახელა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

უსმან დემბელემ თავისი მთავარი პრობლემა დაასახელა


უსმან დემბელემ თავისი მთავარი პრობლემა დაასახელა

"ბარსელონას" თავდამსხმელმა, უსმან დემბელემ აღნიშნა, რომ ჯერ კიდევ სჭირდება საკუთარი თამაშის გაუმჯობესება.

ფრანგი ჟურნალისტებმა "ფერარის" შეადარეს, თუმცა ფეხბურთელმა მათ ეს შეუსწორა.

"ვფიქრობ, ეს ჩემთვის ბევრია. "ფერარი" თუ ვარ, მაშინ კონსტრუქცირების სტადიაზე ვიმყოფები. იმედი მაქვს, ყველაფერი გამომივა. კარგი ფეხბურთელი ვარ, თუმცა, იმედი მაქვს, შესანიშნავი გავხდები", - ციტირებს sport.es დემბელეს სიტყვებს.

"ჩემი მთავარი პრობლემა? ბურთის სულელურად კარგვა. ყოველთვის ვცდილობ ამის გამოსწორებას. ხუმრობა არ არის. "ბარსელონაში" რამდენიმეჯერ კარგავენ ბურთს, როცა ეს ხდება, ამის დავიწყება რთულია. აქ მოთხოვნის უმაღლესი დონეა".

"რაც შეიძლება სწრაფად უნდა გამოვასწორო სიტუაცია. თავდაცვა არ მომწონს, მაგრამ გუნდისთვის ამას ვაკეთებ", - დასძინა 20 წლის შემტევმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები