მანჩესტერ იუნაიტედი ბელერინის ყიდვას გეგმავს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

მანჩესტერ იუნაიტედი ბელერინის ყიდვას გეგმავს


მანჩესტერ იუნაიტედი ბელერინის ყიდვას გეგმავს

"მანჩესტერ იუნაიტედი" ლონდონის "არსენალის" მცველს, ექტორ ბელერინს უმიზნებს და ესპანელის ტრანსფერის განხორციელებას ზაფხულში ეცდება, იუწყება Manchester Evening News.

მცველისთვის ბრძოლაში "ემიუს" კონკურენციას "იუვენტუსი" და "ბარსელონა" გაუწევენ, რომლებიც მზად არიან "არსენალს" მინიმუმ 45 მილიონი ევრო გადაუხადონ.

აღინიშნება, რომ "მანჩესტერის" ხელმძღვანელობა ბელერინის გარშემომყოფთ მუდმივად ეკონტაქტება.

ექტორს "მეთოფეებთან" მოქმედი კონტრაქტის ვადა, რომლის თანახმადაც კვირაში 115 ათას ფუნტს იღებს ხელფასის სახით, 2022 წლის ზაფხულში ეწურება.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები