ჰუმელსი: "სევილია გაცილებით ძლიერია, ვიდრე შორიდან ჩანს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ჰუმელსი: "სევილია გაცილებით ძლიერია, ვიდრე შორიდან ჩანს"


ჰუმელსი:

მიუნხენის "ბაიერნის" ცენტრალური მცველი, მატს ჰუმელსი, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის კენჭისყრას გამოეხმაურა.

"ძალიან საინტერესო კენჭისყრა გამოვიდა. ვფიქრობ, "სევილია" გაცილებით ძლიერია, ვიდრე ეს შეიძლება ერთი შეხედვით ჩანდეს.

მათ საკმაოდ მაღალი დონის შემადგენლობა ჰყავთ, თანაც საკუთარი ქომაგები "სევილიას" საშინაო თამაშში საოცარ მხარდაჭერას გაუწევენ.

ჩემი აზრით, საკმაოდ დაძაბული ორთაბრძოლა გველოდება", - განაცხადა მატსმა.

"რეკორდმაისტერი" ანდალუსიურ კლუბს გასვლაზე 3 აპრილს შეხვდება, ხოლო საპასუხო მატჩი მიუნხენში 11 აპრილს გაიმართება.
ასევე იხილეთ თემაზე:
ბაიერნი მატს ჰუმელსი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები