MD: ლევანდოვსკი რეალს შეუთანხმდა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

MD: ლევანდოვსკი რეალს შეუთანხმდა


MD: ლევანდოვსკი რეალს შეუთანხმდა

მიუნხენის "ბაიერნის" ცენტრალური თავდამსხმელი, რობერტ ლევანდოვსკი, მადრიდის "რეალს" უახლოვდება.

ცნობილი ესპანური გამოცემა "Mundo Deportivo" იტყობინება, რომ "სამეფო კლუბის" ხელმძღვანელობა 29 წლის პოლონელ ფორვარდს უკვე მოელაპარაკა.

მადრიდული გრანდი 2018 წლის ზაფხულში შეტევითი ხაზის განახლებას აპირებს და "ბლანკოსის" ერთ-ერთი მთავარი სამიზნე სწორედ ლევანდოვსკია, რომელსაც თავისმხრივ მიუნხენური კლუბის დატოვება სურს.

რობერტმა მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 35 თამაშში 32 გოლის გატანა მოახერხა და მისი მოქმედი კონტრაქტი "ბაიერნთან" 2021 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები