ტორპედომ ლოკომოტივი გაანადგურა [გოლები] » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ტორპედომ ლოკომოტივი გაანადგურა [გოლები]



ეროვნული ლიგის მესამე ტურში საქართველოს მოქმედი ჩემპიონი "ტორპედო" "ლოკომოტივს" დაუპირისპირდა.

მატჩს პირველი წუთები შედარებით თანაბარ ბრძოლაში მიმდინარეობდა, ტაიმის მიწურულს კი ქუთაისელებმა მეტოქე გატეხეს და ბოლო 10 წუთში 2 გოლი გაუტანეს.

მეორე ტაიმიც "ტორპედოს" უპირატესობით წარიმართა. კუტალიამ დუბლი შეასრულა, ვატო არველაძემ კი გოლი საკუთარ კარში გაუშვა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 4:0.

სამი ტურის შემდეგ, "ტორპედოს" ორი მოგება და ერთი წაგება აქვს, "ლოკომოტივი" კი კვლავ მოგების გარეშეა.

ტორპედო - ლოკომოტივი 4:0

გოლები: კუტალია 37, 63, კაპანაძე, 45. არველაძე 79 (აგ)

გაფრთხილება: ჭანტურია, გვალია, გიგაური.

შემადგენლობები

ტორპედო: კვასხვაძე, ტაბატაძე, ხურცილავა, სარდალიშვილი, კაპანაძე, კუხიანიძე, გურული, კუტალია, დოლიძე, ქიმაძე, გიგაური.

შეცვლა: ლიპარტია, წიქარიძე, მამასახლისი.

ლოკომოტივი: თევდორაძე, ქურდაძე, ჭანტურია, შონია, გვალია, გავაშელიშვილი, დავითაშვილი, კომახიძე, არველაძე, გაბაძე, სამურკასოვი.

შეცვლა: კიკნაძე, კიკაბიძე, ღონღაძე.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები