ჩელსიმ თვალი რემსის დაადგა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ჩელსიმ თვალი რემსის დაადგა


ჩელსიმ თვალი რემსის დაადგა

"ჩელსი" "არსენალის" უელსელი ნახევარმცველის, აარონ რემსის შეძენით ინტერესდება.

27 წლის ფეხბურთელს კონტრაქტი ერთ წელიწადში ეწურება და ახალი ხელშეკრულების თაობაზე მოლაპარაკებები ჯერ კიდევ არ დაწყებულა, იტყობინება Mirror.

ჩემპიონის ტიტულის დაცვის წარუმატებელი მცდელობისა და ოთხეულს მიღმა დარჩენის საშიშროებამ "არისტოკრატებს" გუნდის გადაწყობა გადააწყვეტინა.

"ჩელსიმ" "ევერტონის" ნახევარმცველი, როს ბარკლი და "არსენალის" თავდამსხმელი, ოლივიე ჟირუ უკვე იყიდა.

ლონდონური კლუბის რიგები შეიძლება სესკ ფაბრეგასმა, რომელსაც ერთ წელიწადში ეწურება კონტრაქტი, 40 მილიონ ევროდ ნაყიდმა ტემუე ბაკაიოკომ და მთავარ მწვრთნელ ანტონიო კონტესთან კონფლიქტში მყოფმა დავიდ ლუისმა დატოვონ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები