ვარანი: "2011 წელს ზიდანმა რეალში გადასვლა შემომთავაზა, მე კი ტელეფონი გავუთიშე" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ვარანი: "2011 წელს ზიდანმა რეალში გადასვლა შემომთავაზა, მე კი ტელეფონი გავუთიშე"


ვარანი:

2011 წელს მადრიდის "რეალმა" "ლენსიდან" რაფაელ ვარანი დაიმატა, რომელიც მხოლოდ 16 წლის იყო.

ამ დროს, ზინედინ ზიდანი "სამეფო კლუბის" ახალგაზრდულ გუნდებში მოღვაწეობდა და მის თანამემამულეს თავად დაურეკა.

"გავუთიშე თუ არა ზიდანს ტელეფონი, როცა "რეალში" გადასვლა შემომთავაზა? ეს ოდნავ სხვაგვარად იყო (იცინის).

ეს ჩემს ცხოვრებაში საკმაოდ რთული პერიოდი იყო. "ლენსის" პირველ გუნდში გადავედი და განაცხადში სისტემატიურად ვხვდებოდი. ამავდროულად, გუნდი გასავარდნ ზონაში იყო და იბრძოდა.

ამავე, პერიოდში წლის ბოლოს სკოლის გამოცდებიც მქონდა, რის გამოც უზომოდ დაკავებული ვიყავი.

საბოლოოდ, "ლენსში" ფინანსური პრობლემები შეიქმნა, რის გამოც დიდი საფიქრალი მომეცა.

არა ერთი აგენტი მირეკავდა და მთავაზობდა კონტრაქტს, ერთ საღამოსაც ზიდანმა დამირეკა.

დარწმუნებული არ ვიყავი, ტელეფონზე ნამდვილად ზიდანი მესაუბრებოდა, თუ სხვა ვინმე, საბოლოოდ კი მისი ხმა ვიცანი.

ზიდანთან ლაპარაკის დროს ოდნავ დავიბენი და არ ვიცოდი რა მეპასუხა. რეალურად სტრესულ მდგომარეობაში ვიყავი და ზიზუს ვუთხარი, რომ იმ მომენტისთვის დაკავებული ვიყავი და პასუხს ვერ გავცემდი.

ამის შემდეგ, ზიდანს ვთხოვე, რომ მოგვიანებით დაერეკა და ტელეფონიც გავთიშე", - განაცხადა ვარანიმ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები