ემერიმ ნეიმარის რეალში შესაძლო გადასვლაზე კომენტარი გააკეთა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ემერიმ ნეიმარის რეალში შესაძლო გადასვლაზე კომენტარი გააკეთა


ემერიმ ნეიმარის რეალში შესაძლო გადასვლაზე კომენტარი გააკეთა

ბოლო პერიოდში, აქტიურად მიდის საუბრები იმის თაობაზე, რომ "პსჟ"-ს ერთ-ერთ ლიდერი ნეიმარი კარიერას მადრიდის "რეალში" გააგრძელებს.

ამასთან დაკავშირებით კომენტარი პარიზელთა მთავარმა მწვრთნელმა იუნაი ემერიმ გააკეთა.

"გადავა თუ არა ნეიმარი რეალში? ეს კითხვა უკვე ძალიან ბევრჯერ დამისვეს. მე მის მომავალზე ვერაფერს გეტყვით, ფლორენტინო პერესს ჰკითხეთ", - ამბობს ემერი.

შეგახსენებთ, რომ ნეიმარი "პსჟ"-ში ზაფხულში, 222 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. ჩემპიონთა ლიგიდან კი გუნდი სწორედ მადრიდის "რეალმა" გამოაგდო.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები