კლუივერტის ვაჟი ეროვნულ ნაკრებში გამოიძახეს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

კლუივერტის ვაჟი ეროვნულ ნაკრებში გამოიძახეს


კლუივერტის ვაჟი ეროვნულ ნაკრებში გამოიძახეს

ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა, მარტის ამხანაგური თამაშებისთვის შემადგენლობა დაასახელა.

"ნარინჯისფრების" ახალმა თავკაცმა ეროვნულ გუნდში 5 ახალი მოთამაშე გამოიძახა, მათ შორის ამსტერდამის "აიაქსის" სუპერ-ტალანტი და ლეგენდარული პატრიკ კლუივერტის ვაჟი ჯასტინი, რომელიც მხოლოდ 18 წლისაა.

ჯასტინმა მიმდინარე სეზონში 29 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 7 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ჰოლანდიის ნაკრები 23 მარტს ამსტერდამში ინგლისის ეროვნულ გუნდს შეხვდება, ხოლო 3 დღეში პორტუგალიას ესტუმრება.

მეკარეები: მარკო ბიზოტი ("ალკმაარი"), იასპერ სილესენი ("ბარსელონა"), იერუნ ზუი ("პსვ").

მცველები: ტიმოტი ფოსუ-მენსა ("კრისტალ პალასი"), კენი ტეტე ("ლიონი"), ჰანს ჰატებური ("ატალანტა"), ვირჯილ ვან დეიკი ("ლივერპული"), მატიის დე ლიგტი ("აიაქსი"), სტეფან დე ვრეი ("ლაციო"), ნათან აკე ("ბორნმუთი"), პატრიკ ვან აანჰოლტი ("კრისტალ პალასი").

ნახევარმცველები: დონი ვან დე ბიკი ("აიაქსი"), დევი პრიოპერი ("ბრაიტონი"), მარტენ დე რონი ("ატალანტა"), კევინ სტროტმანი ("რომა"), გუს ტილი ("ალკმაარი"), ტონი ვილენი ("ფეინოორდი"), ჟორჟინიო ვიინალდუმი ("ლივერპული").

თავდამსხმელები: რაიან ბაბელი ("ბეშიქთაში"), სტივენ ბერხეისი ("ფეინოორდი"), ბას დოსტი ("სპორტინგი"), ჯასტინ კლუივერტი ("აიაქსი"), მემფის დეპაი ("ლიონი"), ქვინსი პრომესი ("სპარტაკი"), ვუტ ვერხორსტი ("ალკმაარი").

ჯასტინ კლუივერტის ბრწყინვალე თამაში მიმდინარე სეზონში

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები