მანჩინიმ აღიარა, რომ იტალია ენატრება » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

მანჩინიმ აღიარა, რომ იტალია ენატრება


მანჩინიმ აღიარა, რომ იტალია ენატრება

სანკტ-პეტერბურგის "ზენიტის" მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო მანჩინიმ, იტალიურ ფეხბურთში შესაძლო დაბრუნებაზე ისაუბრა.

"როდესაც საზღვარგარეთ იმყოფები, სამშობლო ყოველთვის გენატრება. ვუყურებ იტალიის ნაკრების თამაშებს და მახსენდება 70-იანიებისა და 80-იანების დიდებული ემოციები.

არასოდეს იცი რა მოხდება ცხოვრებაში შემდეგ. ვფიქრობ, ოდესღაც ეროვნული ნაკრების ჩაბარება რაღაც განსაკუთრებული იქნება. ამავდროულად, ვეცდები, "ზენიტთან" ერთად ყველაფერი მოვიგო", - აღნიშნა მანჩინიმ.

53 წლის იტალიელი სპეციალისტი სამშობლოში ბოლოს 2014-16 წლებში მუშაობდა, როდესაც მილანის "ინტერს" თავკაცობდა. რუსული კლუბი კი გასული წლის ზაფხულში ჩაიბარა.
ასევე იხილეთ თემაზე:
რობერტო მანჩინი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები