მილანური დერბი 4 აპრილს გაიმართება » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

მილანური დერბი 4 აპრილს გაიმართება


მილანური დერბი 4 აპრილს გაიმართება

იტალიის ეროვნული ჩემპიონატის 27-ე ტურის გადადებული დერბი დელა მადონინა სანაკრებო პაუზის შემდეგ, 4 აპრილს, გაიმართება.

დაახლოებით 2 კვირის წინ იტალიის სერია ა-ს 27-ე სათამაშო კვირის 8 მატჩი დავიდე ასტორის ტრაგიკული გარდაცვალების გამო გადაიდო, მათ შორის მილანური დერბიც.

დღეს კი ცნობილი გახდა, რომ ზემოთხსენებული გადადებული 8 შეხვედრა 3 აპრილსა (სამშაბათი) და 4 აპრილს (ოთხშაბათი) გაიმართება.

მილანური დერბი ჩემპიონთა ლიგის პირველი მეოთხედფინალური თამაშების დღეს გაიმართება, მაგრამ დროები არ ემთხვევა - დერბი დელა მადონინა 20:30 საათზე დაიწყება, ხოლო ჩემპიონთა ლიგის მატჩები - 22:45 საათზე.

იტალიის ჩემპიონატის 27-ე ტურის განრიგი:

3 აპრილი, სამშაბათი:
ატალანტა - სამპდორია 20:30

ჯენოა - კალიარი 20:30

უდინეზე - ფიორენტინა 20:30

4 აპრილი, ოთხშაბათი:
ბენევენტო - ვერონა 19:00

კიევო - სასუოლო 20:30

ტორინო - კროტონე 20:30

მილანი - ინტერი 20:30

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები