ბაიერნს ლაიფციგთან 3 წამყვანი მოთამაშე დააკლდება » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ბაიერნს ლაიფციგთან 3 წამყვანი მოთამაშე დააკლდება


ბაიერნს ლაიფციგთან 3 წამყვანი მოთამაშე დააკლდება

მიუნხენის "ბაიერნს" გერმანიის ეროვნული ჩემპიონატის 27-ე ტურში, სტუმრად "ლაიფციგის" წინააღმდეგ, სამი წამყვანი მოთამაშე დააკლდება.

გერმანული გრანდის მთავარმა მწვრთნელმა, იუპ ჰაინკესმა, გუნდის საკადრო მდგომარეობა განიხილა.

"კორენტენ ტოლისომ ამ კვირაში სრული სარბენი სამუშაოები შეასრულა და ეროვნული ნაკრების ბანაკში გასამგზავრებლად მოემზადება.

ტიაგო კი ვარჯიშებს მომდევნო კვირიდან განაახლებს. კვირას ორივე მათგანი განაცხადს მიღმა იქნება.

ხამეს როდრიგესი კვირას პირველივე წუთებიდან დაიწყებს, არიენ რობენი კი ჯერ არ არის მზად", - აღნიშნა ჰაინკესმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები