სალაჰმა ისტორიული რეკორდი დაამყარა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

სალაჰმა ისტორიული რეკორდი დაამყარა


სალაჰმა ისტორიული რეკორდი დაამყარა

ინგლისის პრემიერ ლიგის 31-ე ტურის მატჩი "ლივერპულსა" და "უოტფორდს" შორის, მასპინძელთა გამარჯვებით 5:0 დასრულდა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე მოჰამედ სალაჰი გახდა. მერსესაიდელთა ლიდერმა პოკერი შეასრულა და ერთი საგოლე გადაცემაც მიითვალა.

მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირზე ერთად, ეგვიპტელ შემტევს "ლივერპულის" მაისურით უკვე 34 გოლი აქვს გატანილი.

ამ მაჩვენებლით მან ლეგენდარული იან რაშის რეკორდი დაამხო. "ლივერპულის" მაისურით, სადებიუტო სეზონში, ამ გუნდის ისტორიაში 34 გოლი ჯერ არავის გაუტანია.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები