სალაჰი დროგბას რეკორდის დასამყარებლად ემზადება » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

სალაჰი დროგბას რეკორდის დასამყარებლად ემზადება


სალაჰი დროგბას რეკორდის დასამყარებლად ემზადება

"ლივერპულის" ეგვიპტელმა შემტევმა მოჰამედ სალაჰმა "უოტფორდთან" შეხვედრაში 4 გოლი გაიტან და ერთი საგოლე გადაცემა მიითვალა.

პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში, სალაჰის ანგარიშზე უკვე 28 გატანილი ბურთია, 6 საგოლე პასთან ერთად.

სალაჰს მხოლოდ 2 გოლი აკლია იმისთვის, რომ "ჩელსის" აფრიკელი ლეგენდის, დიდიე დროგბას რეკორდი მოხსნას.

ამჟამად, დროგბას აფრიკელ ფეხბურთელს შორის პრემიერ ლიგის ისტორიაში ერთ სეზონში ყველაზე მეტი, 29 გოლი აქვს გატანილი.

თუ სალაჰი დარჩენილ 7 შეხვედრაში მინიმუმ 2 გოლს გაიტანს, ამ ისტორიულ რეკორდსაც დაამყარებს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები