ჟოზე მოურინიომ მოიგო და მაინც უკმაყოფილოა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ჟოზე მოურინიომ მოიგო და მაინც უკმაყოფილოა


ჟოზე მოურინიომ მოიგო და მაინც უკმაყოფილოა

ინგლისის ასოციაციის თასზე გამართული მატჩი "მანჩესტერ იუნაიტედსა" და "ბრაიტონს" შორის, "მანჩესტერის" გამარჯვებით 2:0 დასრულდა.

მიუხედავად გამარჯვებისა, "იუნაიტედის" პორტუგალიელი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო თავისი გუნდის თამაშით მაინც უკმაყოფილოა.

"მოგება დავიმსახურეთ, რადგან ვუტევდით, უპირატესობას ვფლობდით, ორი გოლიც გავიტანეთ, მათ კი ვერ გაიტანეს.

თუმცა მიუხედავად გამარჯვებისა, გუნდის თამაშით კმაყოფილი მაინც არ ვარ, რადგან ყველაფერი ისე არ იყო, როგორც მე მინდოდა", - ამბობს მოურინიო.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები