კურტუამ თავის მომავალზე განცხადება გააკეთა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

კურტუამ თავის მომავალზე განცხადება გააკეთა


კურტუამ თავის მომავალზე განცხადება გააკეთა

ლონდონის "ჩელსის" ბელგიელმა კიპერმა ტიბო კურტუამ თავის მომავალზე კიდევ ერთი განცხადება გააკეთა.

ბოლო პერიოდში, აქტიურად არის საუბრები იმის თაობაზე, რომ კურტუა მომავალი სეზონიდან "რეალში" ითამაშებს.

"გუნდთან კონტრაქტი კიდევ ერთ წელი მაქვს, ამიტომ აქ ვრჩები და შევეცდები, რომ თავი საუკეთესოდ წარმოვაჩინო.

რა მოხდება ერთი წლის შემდეგ, ჯერ ვერ გეტყვით. ამაზე საუბარი ნაადრევია, რადგან ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

ამჟამად, ჩემი მიზანია, რომ გუნდთან ერთად თასზე წარმატებულად ვითამაშო, პრემიერ ლიგაში კი 4-ეულში მოვხვდეთ", - ამბობს კურტუა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები