შევჩენკომ ჩემპიონთა ლიგის მთავარი ფავორიტი დაასახელა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

შევჩენკომ ჩემპიონთა ლიგის მთავარი ფავორიტი დაასახელა


შევჩენკომ ჩემპიონთა ლიგის მთავარი ფავორიტი დაასახელა

ლეგენდარულმა უკრაინელმა თავდამსხმელმა, ანდრეი შევჩენკომ, ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი კანდიდატი დაასახელა.

"თუ მესი ისე ითამაშებს, როგორც ბოლო თამაშში ლონდონის "ჩელსისთან" (3:0), მაშინ ჩემპიონთა ლიგას "ბარსელონა" მოიგებს.

არგენტინელის შეჩერება უბრალოდ შეუძლებელია - ის უმაღლეს დონეზე ასპარეზობს", - აღნიშნა ანდრეიმ, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ფინალის ელჩია.

კატალონიურმა კლუბმა 1/8 ფინალურ სტადიაზე "ჩელსი" დაამარცხა - სტუმრად 1:1 და შინ 3:0. მესიმ ამ ორ თამაშში 3 ბურთი გაიტანა და 1 საგოლე პასი გააკეთა.

მეოთხედფინალში "ბლაუგრანა" იტალიურ "რომას" დაუპირისპირდება.
ასევე იხილეთ თემაზე:
ბარსელონა ანდრეი შევჩენკო

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები