კონტე: "ასოციაციის თასი მნიშვნელოვანი ტიტული არ არის" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

კონტე: "ასოციაციის თასი მნიშვნელოვანი ტიტული არ არის"


კონტე:

ლონდონის "ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ, ინგლისის ასოციაციის თასის 1/4 ფინალური მატჩის წინ მისი გუნდისთვის ამ ტურნირის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

"რა თქმა უნდა, ჩვენ ეს ტურნირი უნდა მოვიგოთ, მაგრამ ასოციაციის თასი მნიშვნელოვანი ტიტული არ არის. სეზონის ავ-კარგიანობას ხშირად მოპოვებული ტიტულებით ვაფასებთ, მაგრამ აუცილებელია იმის ცოდნა თუ რა დონეზე იმყოფება გუნდი რეალურად.

ამ ეტაპზე ჩემი და გუნდის მუშაობით ძალიან კმაყოფილი ვარ. მე, ჩემი სამწვრთნელო შტაბი, მოთამაშეები - ჩვენ ყველანი ფანტასტიკურ სამუშაოს ვასრულებთ.

ამის შემდეგ კი რაღაც უნდა მოიგო, ეს კარგია და გასაგებია, მაგრამ ამავდროულად ისიც უნდა გესმოდეს თუ რა დონეზე იმყოფები კონკრეტულ მომენტში.

გასულ სეზონში ბიჭები 120, შესაძლოა 130%-თაც იხარჯებოდნენ. ზაფხულში კი რამდენიმე ისეთი მოთამაშე დავკარგეთ, რომლებიც "ჩელსისთვის" დიდი ხნის განმავლობაში საფუძველს წარმოადგენდნენ", - განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა.

"არისტოკრატებისთვის" მიმდინარე სეზონში ტიტულის მოპოვების ერთადერთი შანსი ასოციაციის თასის მოგებაა, რომლის 1/4 ფინალურ სტადიაზე "ჩელსი" დღეს "ლესტერ სიტის" გასვლაზე შეხვდება.
ასევე იხილეთ თემაზე:
ჩელსი ანტონიო კონტე

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები