შალკეს მეკარემ ბუნდესლიგის რეკორდი დაამყარა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

შალკეს მეკარემ ბუნდესლიგის რეკორდი დაამყარა


შალკეს მეკარემ ბუნდესლიგის რეკორდი დაამყარა

გელზენკირხენის "შალკეს" კაპიტანმა და მეკარემ, რალფ ფიარმანმა, გერმანიის ეროვნულ ჩემპიონატში უნიკალური შედეგი დააფიქსირა.

ფიარმანმა "შალკეს" რიგებში ბუნდესლიგაში ზედიზედ 103 მატჩი ჩაატარა ძირითად შემადგენლობაში და "Opta-ს" ინფორმაციით, ეს ბუნდესლიგის რეკორდია.

რალფმა სარეკორდო მაჩვენებელი ეროვნული ჩემპიონატის 27-ე ტურში, "ვოლფსბურგთან" გასვლით შეხვედრაში (1:0) დააფიქსირა.

ეს ფანტასტიკური სერია ჯერ კიდევ 2013/14 წლების სეზონში დაიწყო და მას შემდეგ ფიარმანი "შალკეს" კარის ხაზზე უცვლელი ფიგურაა.

29 წლის გერმანელი კიპერი "შალკეს" აღზრდილია და "ლურჯების" მაისურით სულ 168 მატჩი აქვს ჩატარებული.
ასევე იხილეთ თემაზე:
შალკე 04 რალფ ფიარმანი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები