ალეგრი სპალთან ფრის შემდეგ: "კარგია, რომ გოლი არ გავუშვით" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ალეგრი სპალთან ფრის შემდეგ: "კარგია, რომ გოლი არ გავუშვით"


ალეგრი სპალთან ფრის შემდეგ:

ტურინის "იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ, იტალიის ჩემპიონატის აუტსაიდერთან ქულების დაკარგვის შემდეგ უცნაური კომენტარი გააკეთა.

"სიმართლე გითხრათ, არ ვიცი გაბრაზებული ვარ თუ იმედგაცრუებული. "სპალი" მთელი მატჩი კარგად იბრძოდა, ისინი მხოლოდ თბილ სიტყვებსა და ქებას იმსახურებენ.

კარგი ამბავი კი ის არის, რომ გოლი არ გაგვიშვია. გარდა ამისა, სატურნირო ცხრილში "ნაპოლისთან" უპირატესობას მაინც ვინარჩუნებთ", - განაცხადა მაქსი ალეგრიმ.

"ბებერმა ქალბატონმა" იტალიის სერია ა-ს 29-ე ტურში სტუმრად "სპალი" ვერ დაამარცხა (0:0) და ნეაპოლურ კლუბს მისცა საშუალება, რომ ჩამორჩენა 2 ქულამდე დაიყვანოს.
ასევე იხილეთ თემაზე:
იუვენტუსი მასიმილიანო ალეგრი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები