პირველი უგოლო მატჩი ეროვნულ ლიგაში » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

პირველი უგოლო მატჩი ეროვნულ ლიგაში


პირველი უგოლო მატჩი ეროვნულ ლიგაში

ეროვნული ლიგის მესამე ტურში გაიმართა დაძაბული შეხვედრა ბოლნისის "სიონსა" და ფოთის "კოლხეთს" შორის.

მატჩის პირველი ტაიმი შედარებით თანაბარ ბრძოლაში მიმდინარეობდა და პირველ ნახევარში გუნდებმა გოლი ვერ გაიტანეს.

უგოლო გამოდგა მეორე ტაიმიც, თუმცა გაცილებით საინტერესო და დაძაბული. "სიონის" და "კოლხეთის" კართან საკმაოდ რეალური მომენტები შეიქმნა, თუმცა უშედეგოდ.

ეს პირველი უგოლო მატჩი იყო ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონში.

"სიონს" 1 მოგება, 1 წაგება და 1 ფრე აქვს, "კოლხეთმა" კი წელს პირველი ქულა მოიპოვა.


სიონი - კოლხეთი 0:0

გაფრთხილება: გოგონაია, კახელიშვილი, დანილოვი, გიორბელიძე, ქიქავა

შემადგენლობები

სიონი: მუჯრიშვილი, მინდორშვილი, თომაშვილი, ნოზაძე, ქიქავა, დვალი, სამუშია, გაფრინდაშვილი, გიორბელაძე, დათუნაიშვილი, სიხარულია.

შეცვლა: ბერიაშვილი, მანაგაძე, ლეჟავა.

კოლხეთი: პოლტაცვევი, კილასონია, მახარაძე, გოგონაია, არზიანი, პანამარიოვი, დანილოვი, მიხაილოვი, კახელიშვილი, კაბორე, გოგბერაშვილი.

შეცვლა: არქანია, ტყემალაძე.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები