ბალოტელი-პსჟ-ს: "გუნდს ფულით ვერ იყიდი!" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ბალოტელი-პსჟ-ს: "გუნდს ფულით ვერ იყიდი!"


ბალოტელი-პსჟ-ს:

"ნიცას" ცენტრალურმა თავდამსხმელმა, მარიო ბალოტელიმ, "პარი სენ ჟერმენის" შესაძლებლობებზე ისაუბრა და პარიზელები გააკრიტიკა.

"პსჟ" ჩემი აზრით ლიგა 1-ს რიგით კლუბ "გინგამს" ჰგავს. "მარსელი" და "ლიონი" კი დიდი კლუბები არიან. მე არაფერს არ ვგულისხმობ, მათი თამაში ამ სეზონში მხოლოდ ერთხელ ვნახე - მადრიდის "რეალთან".

პარიზელები სრულიად სამართლიანად დამარცხდნენ. ყოველთვის სამარცხვინოა, როდესაც ასეთი გუნდები ტურნირის ნაადრევი სტადიიდან ვარდებიან.

ფულით შესაძლოა ფეხბურთელები იყიდო, მაგრამ გუნდი ვერა! ჩემთვის სულ ერთია გახდება თუ არა "პსჟ" საფრანგეთის ჩემპიონი", - განაცხადა ბალოტელიმ.

ფრანგებმა გასული წლის ზაფხულში ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი განახორციელეს - "ბარსელონას" ბრაზილიელი ვარსკვლავი ნეიმარი 222 მილიონ ევროდ დაიმატეს, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში "სამეფო კლუბს" ვერ გაცდნენ (2:5 ორი მატჩის ჯამში).
ასევე იხილეთ თემაზე:
პსჟ მარიო ბალოტელი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები