VIDEO: იკარდიმ პოკერი გაიფორმა და ინტერმა 5:0 იმარჯვა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

VIDEO: იკარდიმ პოკერი გაიფორმა და ინტერმა 5:0 იმარჯვა



იტალიის ეროვნული ჩემპიონატის 29-ე ტურში მილანის "ინტერმა" ფანტასტიკური ფეხბურთი აჩვენა და "სამპდორია" გასვლაზე 5:0 გაანადგურა.

"ნერაძურის" შემადგენლობაში გუნდის კაპიტანმა და ცენტრფორვარდმა, მაურო იკარდიმ, გაიბრწყინა, რომელმაც პოკერი გაიფორმა და საკუთარ გუნდს საჭირო სამი ქულა მოუტანა.

ლუჩიანო სპალეტის გუნდმა 55 ქულა დააგროვა და ოთხეულში შეაღწია. მილანელებმა რომის "ლაციო" 2 ქულით ჩამოიტოვეს.

სამპდორია 0:5 ინტერი

გოლები: 0:1 - პერიშიჩი (26'), 0:2 - იკარდი (30' პენ.), 0:3 - იკარდი (31'), 0:4 - იკარდი (44'), 0:5 - იკარდი (51').

სამპდორია: ვივიანო; ბერეშინსკი, სილვესტრე, ფერარი, მურუ; ბარეტო, ტორეირო, პრატი; რამირესი; კვალიარელა, საპატა.

ცვლილება: ვერე (ბერეშინსკი), კაპრარი (რამირესი), რეჯინი (ბარეტო).

ინტერი: ჰანდანოვიჩი; კანსელო, შკრინიარი, მირანდა, დ'ამბროზიო; გალიარდინი, ბროზოვიჩი; კანდრევა, რაფინია, პერიშიჩი; იკარდი.

ცვლილება: ედერი (იკარდი), ვესინო (კანდრევა), ვალერო (რაფინია).

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები