კლოპს დრაქსლერის დამატება სურს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

კლოპს დრაქსლერის დამატება სურს


კლოპს დრაქსლერის დამატება სურს

"პარი სენ ჟერმენის" ნახევარმცველმა, იულიან დრაქსლერმა, კარიერა შესაძლოა ინგლისის პრემიერ ლიგაში გააგრძელოს.

ცნობილი საერთაშორისო გამოცემა "Goal.com" იტყობინება, რომ პარიზული კლუბის გერმანელი ლეგიონერით "ლივერპული" ინტერესდება.

მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის შეძენით პირადად მერსესაიდული გრანდის თავკაცი იურგენ კლოპია დაინტერესებული, რომელსაც საკუთარი თანამემამულე ძალიან მოსწონს.

მიმდინარე სეზონში 24 წლის გერმანელმა 38 თამაშში მიიღო მონაწილეობა, 4 გოლი გაიტანა და 9 ასისტი გააკეთა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები