ნეიმარს ხელფასის მომატება სურს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ნეიმარს ხელფასის მომატება სურს


ნეიმარს ხელფასის მომატება სურს

"პარი სენ ჟერმენის" ბრაზილიელი ვარსკვლავი, ნეიმარი, მადრიდის "რეალში" გადასვლას სულაც არ აპირებს, უბრალოდ ეს ჭორები ხელფასის მოსამატებლად სჭირდება.

მთელი მიმდინარე სეზონის განმავლობაში არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ნეიმარით "სამეფო კლუბია" დაინტერესებული და "რეალი" მის შეძენას ზაფხულში ეცდება.

თუმცა ფრანგული გამოცემა "Le 10 Sport" იტყობინება, რომ 25 წლის ბრაზილიელი მსგავს ჭორებს პრესაში განგებ ავრცელებს იმისათვის, რომ კლუბს ხელფასი მოამატებინოს.

ნეიმარის ამჟამინდელი თვიური ანაზღაურება 3 მილიონ ევროს შეადგენს, მაგრამ მას უფრო მეტი სურს - 4,5 მილიონი ევრო თვეში.

ფრანგულმა კლუბმა ნეიმარი გასული წლის ზაფხულში "ბარსელონადან" სარეკორდო 222 მილიონ ევროდ შეიძინა.
ასევე იხილეთ თემაზე:
საფრანგეთის ნაკრებიპსჟ ნეიმარი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები