იკარდი: "100 გოლის გატანა ძალიან მინდოდა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

იკარდი: "100 გოლის გატანა ძალიან მინდოდა"


იკარდი:

მილანის "ინტერის" კაპიტანმა და ცენტრალურმა თავდამსხმელმა, მაურო იკარდიმ, "სამპდორიასთან" დღევანდელი მატჩი შეაფასა, რომელიც მისმა გუნდმა 5:0 მოიგო.

"ნამდვილად მინდოდა, რომ 100 გოლისთვის მიმეღწია და ახლა ასე გავაგრძელებ! მთელმა გუნდმა მშვენიერი თამაში აჩვენა და ჩვენ მნიშვნელოვანი სამი ქულა მოვიპოვეთ.

"ნაპოლისთან" ფრის მისაღწევად საკმაოდ დიდი მსხვერპლი გავიღეთ, ახლა კი უფრო მშვიდად ვიასპარეზეთ და საჭირო ქულები დავაგროვეთ", - აღნიშნა 25 წლის არგენტინელმა.

"ნერაძურიმ" გენუაში 5:0 იმარჯვა და იკარდიმ პოკერი გაიფორმა, რის შემდეგაც მილანური კლუბის მაისურით 100 გატანილი ბურთი დაუგროვდა.
ასევე იხილეთ თემაზე:
ინტერი მაურო იკარდი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები