საბურთალომ ზედიზედ მესამედ მოიგო და ცხრილს სათავეში ჩაუდგა [გოლები] » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

საბურთალომ ზედიზედ მესამედ მოიგო და ცხრილს სათავეში ჩაუდგა [გოლები]



ეროვნული ლიგის მესამე ტურის მატჩი "საბურთალოსა" და "დილას" შორის, მასპინძელთა გამარჯვებით 2:0 დასრულდა.

თბილისელები უპირატესობას თავიდანვე დაეუფლნენ. საბოლოოდ კი პირველი ტაიმის მიწურულს გახსნეს ანგარიში.

დედაქალაქურმა კლუბმა მეორე ტაიმის 59-ე წუთზე ანგარიში ორამდე გაზარდა. თავი გიორგი კოხრეიძემ გამოიჩინა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

3 ტურის შემდეგ, "საბურთალო" ერთადერთი გუნდია, რომელსაც ყველა მატჩი მოგებული აქვს და ცხრილის სათავეშია.

საბურთალო - დილა 2:0

გოლები: დიასამიძე 41, კოხრეიძე 59.

გაფრთხილება: კოხრეიძე, თარხნიშვილი, ფორტისი, კორიფაძე.

შემადგენლობები:

საბურთალო:
კუპატაძე, მარგველაშვილი, ნადარაია, მამუჩაშვილი, ვოლკოვი, კოხრეიძე, ჩაბრაძე, გორგიაშვილი, გონსალვეში, რეხვიაშვილი, დიასამიძე.

შეცვლა: ცნობილაძე, ტატანაშვილი.

დილა: ბეგაშვილი, მაჩაიძე, ნონდი, რაზმაძე, ქავთარაზე, რაჟამაშვილი, ნონიკაშვილი, ფანცულაია, კოვიფაძე, გორგიაშვილი, სუხიაშვილი.

შეცვლა: ლემპტი, კოვტალიუკი.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები