სპალეტი სამპდორიას განადგურებით კმაყოფილია » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

სპალეტი სამპდორიას განადგურებით კმაყოფილია


სპალეტი სამპდორიას განადგურებით კმაყოფილია

მილანის "ინტერის" მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩიანო სპალეტიმ, "სამპდორიასთან" ბრწყინვალე გამარჯვება (5:0) შეაფასა.

"მე არ ვიცი რა არის გამარჯვების გარანტი, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ მიუხედავად თამაშისა მოთამაშეების ქება მარცხის გარანტია!

მომეწონა ჩემი გუნდის მოქმედება "სამპდორიასთან", რომელიც ბურთს საკმაოდ სწრაფად ამოძრავებდა და ზოგიერთ მომენტში საკმაოდ მაღალი კლასიც გამოავლინა.

მეტოქეს არანაირი შანსი არ დავუტოვეთ, ამიტომაც ახლა ძალიან კმაყოფილი ვარ", - აღნიშნა სპალეტიმ.

"ნერაძურიმ" იტალიის სერია ა-ს 29-ე ტურში გენუური კლუბი 5:0 გაანადგურა და ოთხეულში შევიდა.
ასევე იხილეთ თემაზე:
ინტერი ლუჩიანო სპალეტი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები