VIDEO: მილანმა ქამბექი შეასრულა და ოთხეულს მიუახლოვდა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

VIDEO: მილანმა ქამბექი შეასრულა და ოთხეულს მიუახლოვდა



ევროპის ლიგიდან გამოვარდნის შემდეგ "მილანმა" ხასიათი იტალიის ჩემპიონატში გამოისწორა და "კიევო" დრამატულ ორთაბრძოლაში 4:2 დაამარცხა.

"როსონერიმ" პირველი ტაიმი 1:2 წააგო, მაგრამ მეორე ნახევარში მილანელები მოედანზე საოცარი განწყობით გავიდნენ და მატჩის ბედი შემოატრიალეს.

ანგარიში პატრიკ კუტრონემ გაათანაბრა, მატჩის ბოლო წუთებზე კი თავისი მორიგი ბურთი შეცვლაზე შემოსულმა ანდრე სილვამ გაიტანა და "მილანს" მორიგი სამი ქულა მოუტანა.

ჯენარო გატუზოს გუნდმა ზედიზედ მე-5 მატჩი მოიგო და 50 ქულით ოთხეულს კიდევ უფრო მიუახლოვდა.

მილანი 3:2 კიევო

გოლები: 1:0 - ჩალჰანოღლუ (10'), 1:1 - სტეპინსკი (33'), 1:2 - ინგლეზე (34'), 2:2 - კუტრონე (54'), 3:2 - ანდრე სილვა (82').

მილანი: დონარუმა; ბორინი, ბონუჩი, საპატა, რ.როდრიგესი; კესიე, ბილია, ბონავენტურა; სუსო, კუტრონე, ჩალჰანოღლუ.

ცვლილება: ანდრე სილვა (ბორინი), მუსაჩო (კუტრონე).

კიევო: სორენტინო; კაჩატორე, ტომოვიჩი, ბანი, იაროშინსკი; კასტრო, რადოვანოვიჩი, დეპაოლი; ჯაკერინი, ინგლეზე, სტეპინსკი.

ცვლილება: ჰეტემაი (ჯაკერინი), ბირსა (ინგლეზე), პელესიე (კასტრო).

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები