ატლეტიკომ წააგო და მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა [VIDEO] » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ატლეტიკომ წააგო და მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა [VIDEO]



ესპანეთის ჩემპიონატში გაიმართა საინტერესო დაპირისპირება "ვილიარეალსა" და მადრიდის "ატლეტიკოს" შორის.

შეხვედრაში ანგარიში ანტუან გრიზმანმა მე-20 წუთზე გახსნა და მადრიდელები ანგარიშის შენარჩუნებას ცდილობდნენ.

მათ ეს იდეალურად გამოსდიოდათ და ყველაფერი იქითკენ მიდიოდა, რომ სიმეონეს გუნდს მნიშვნელოვანი ქულები უნდა მოეპოვებინა.

თუმცა ბოლო 10 წუთში ისინი მოდუნდნენ, 2 გოლი გაუშვეს და "ვილიარეალთან" 2:1 დამარცხდნენ.

29 ტურის შემდეგ, "ატლეტიკო" კვლავ მეორე ადგილზეა, თუმცა ლიდერ "ბარსელონასთან" ჩამორჩენა უკვე 11 ქულაა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები