ჩელსიმ ლესტერს დრამატულ ბრძოლაში მოუგო და ნახევარფინალში გავიდა [VIDEO] » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ჩელსიმ ლესტერს დრამატულ ბრძოლაში მოუგო და ნახევარფინალში გავიდა [VIDEO]



ინგლისის ასოციაციის თასზე ერთმანეთს "ლესტერი" და ლონდონის "ჩელსი" დაუპირისპირდნენ.

პირველი ტაიმი ლონდონელთა უპირატესობით წარიმართა, რის შედეგადაც, ტაიმის მიწურულს ანგარიში ალვარო მორატამ გახსნა.

მატჩს დასრულებამდე 15 წუთით ადრე კი ჯეიმი ვარდიმ ანგარიში გაათანაბრა და დამატებითი დრო დაინიშნა.

როგორც გამოჩნდა, ანტონიო კონტეს გუნდს ძალა დამატებით დროშიც შემორჩა. პედრომ გადამწყვეტი გოლი გაიტანა და გუნდი ნახევარფინალში გაიყვანა.

ცნობილია, რომ ასოციაციის თასის ნახევარფინალში "ჩელსის" მეტოქე "საუთჰემპტონი" იქნება.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები