სანახაობა ბერნაბეუზე: რონალდუს პოკერი და 9 გატანილი ბურთი [VIDEO] » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

სანახაობა ბერნაბეუზე: რონალდუს პოკერი და 9 გატანილი ბურთი [VIDEO]



ესპანეთის ჩემპიონატის 29-ე ტურის მატჩი მადრიდის "რეალსა" და "ხირონას" შორის, ძალიან სანახაობრივი და დრამატული გამოდგა.

მატჩში ანგარიში კრიშტიანო რონალდუმ მე-11 წუთზე გახსნა, თუმცა სტუმარმა გუნდმა პირველივე ტაიმში შეძლო ანგარიშით გათანაბრება.

მეორე ტაიმში სამეფო კლუბმა გულშემატკივარს შოუ შესთავაზა და 5 გოლი გაიტანა, სანაცვლოდ კი 2 გაუშვა.

კრიშტიანო რონალდუმ ამ შეხვედრაში პოკერი შეასრულა, დანარჩენი 2 გოლი კი ლუკას ვასკესისა და გარეთ ბეილის ანგარიშზეა.

ლა ლიგის მიმდინარე სეზონში რონალდუს უკვე 22 გოლი აქვს გატანილი და ლეო მესის მხოლოდ 3 ბურთით ჩამორჩება.

რაც შეეხება მადრიდის "რეალს", 29 ტურის შემდეგ ზიდანის გუნდი 60 ქულით მესამე პოზიციაზეა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები