რონალდუ 2018 წელს პირველია » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

რონალდუ 2018 წელს პირველია


რონალდუ 2018 წელს პირველია

მადრიდის "რეალის" პორტუგალიელმა თავდამსხმელმა კრიშტიანო რონალდუმ "ხირონასთან" მატჩში გაიბრწყინა.

ლა ლიგის გასულ ტურში სამეფო კლუბმა "ხირონა" 6:3 დაამარცხა, რონალდუმ კი პოკერი შეასრულა.

აღ​სანიშნავია, რომ 33 წლის ფეხბურთელს 2018 წელს, ყველა ტურნირზე ერთად 18 გოლი აქვს გატანილი, რაც საუკეთესო შედეგია.

ზოგადად კი ლა ლიგის მიმდინარე სეზონში კრიშტიანოს ანგარიშზე 22 ბურთია, ამ მაჩვენებლით ის მესის 3 გოლით ჩამორჩება.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები