დორტმუნდი 20 წლის არგენტინელში 32,5 მლნ ევროს ჩამოდის » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

დორტმუნდი 20 წლის არგენტინელში 32,5 მლნ ევროს ჩამოდის


დორტმუნდი 20 წლის არგენტინელში 32,5 მლნ ევროს ჩამოდის

დორტმუნდის "ბორუსია" არგენტინული "რასინგის" ფორვარდ ლაუტარო მარტინესისთვის ბრძოლაში ჩაერთო.

როგორც TyC Sports იუწყება, გერმანულმა კლუბმა 20 წლის შემტევის სანაცვლოდ სამხრეთამერიკულ კლუბს 32,5 მილიონი ევრო შესთავაზა.

დორტმუნდელები მზად არიან 26,8 მილიონი პირდაპირ გადაიხადონ, დანარჩენი თანხა კი - ბონუსების სახით.

გარდა "დორტმუნდისა", მარტინესისადმი ინტერესს "ინტერიც" იჩენს.

მიმდინარე სეზონში მარტინესმა ყველა ტურნირზე ერთად 14 მატჩი ჩაატარა, 12 გოლი შეაგდო და 4 საგოლე პასი გააკეთა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები