ნეიმარის რეალში გადასვლის შემთხვევაში, ბარსელონა მადრიდელთა ფეხბურთელს იყიდის? » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ნეიმარის რეალში გადასვლის შემთხვევაში, ბარსელონა მადრიდელთა ფეხბურთელს იყიდის?


ნეიმარის რეალში გადასვლის შემთხვევაში, ბარსელონა მადრიდელთა ფეხბურთელს იყიდის?

"ბარსელონა" "რეალის" ნახევარმცველის, ისკოს შეძენის ვარიანტს მიუბრუნდა, წერს ესპანური პრესა.

კატალონიელები 25 წლის ესპანელის ტრანსფერის განხორციელებას იმ შემთხვევაში ეცდებიან, თუ მადრიდული გრანდი "პსჟ"-ს თავდამსხმელს, ნეიმარს იყიდის.

მოგეხსენებათ, "ლურჯ-ბროწეულისფრები" 2017 წლის ზაფხულში უკვე ცდილობდნენ ისკოს ხელში ჩაგდებას, თუმცა ისინი ფეხბურთელის ფინანსურმა მოთხოვნებმა ვერ დააკმაყოფილეს.

მიმდინარე სეზონში ისკომ "რეალის" მაისურით 39 მატჩი ჩაატარა, შვიდი გოლი გაიტანა და ექვსი საგოლე პასი გააკეთა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები