ატლეტიკო ვილიარეალის თავდამსხმელს უმიზნებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ატლეტიკო ვილიარეალის თავდამსხმელს უმიზნებს


ატლეტიკო ვილიარეალის თავდამსხმელს უმიზნებს

"ვილიარეალის" თავდამსხმელი, სამუელ კასტილეხო შეიძლება "ატლეტიკოში" გადავიდეს, წერს AS.

გავლენიანი ესპანური გამოცემის თანახმად, "როხიბლანკოს" ხელმძღვანელობა 23 წლის ფეხბურთელს იანიკ ფერეირა-კარასკოსა და ნიკოლას გაიტანის შემცვლელად მიიჩნევს.

მოგეხსენებათ, ბელგიელი და არგენტინელი ნახევარმცველები ამ ზამთარს ჩინურ "დალიან იფანში" გადაბარგდნენ.

მიმდინარე სეზონში საკლუბო დონეზე ყველა ტურნირზე ერთად კასტილეხომ 30 მატჩი ჩაატარა, ორი გოლი გაიტანა და ოთხი საგოლე პასი გააკეთა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები