ავტორიზაცია

აიაქსის ნახევარმცველი ნაპოლისა და ვოლფსბურგს შეუთანხმდა?

აიაქსის ნახევარმცველი ნაპოლისა და ვოლფსბურგს შეუთანხმდა?
თარიღი 02 აპრ 2018, 13:41
"აიაქსის" ნახევარმცველი, ამინ იუნესი "ვოლფსბურგს" შეუთანხმდა, წერს sport1.

სავარაუდოდ, 24 წლის გერმანელი 4-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს.

მიუხედავად ამისა, იუნესის აგენტი ირწმუნება, რომ ფეხბურთელმა "ნაპოლის" მისცა თანხმობა და იტალიელებთან 5-წლიანი ხელშეკრულება უკვე გააფორმა კიდეც.

იუნესი მარტიდან მოყოლებული "აიაქსის" ახალგაზრდულ გუნდთან ერთად ვარჯიშობს. ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ ჰოლანდიის ჩემპიონატის ეგიდით "ჰერენვენთან" გამართულ შეხვედრაში ამინმა მოედანზე შეცვლაზე შესვლაზე უარი თქვა.

მიმდინარე სეზონში იუნესს "აიაქსის" პირველი გუნდის რიგებში 17 მატჩი აქვს ჩატარებული და ორი გოლი გატანილი.